Tuesday, June 19, 2018


კაჭრეთის საჯარო სკოლა                                                   
სოფელი ნანიანი                                                                   
გიწვევთ საზაფხულო სკოლა „სხივი“ 
  თანამედროვე ცხოვრება  მრავალი გამოწვევის პირისპირ აყენებს თითეულ ჩვენგანს. მნიშვნელოვანია მომავალ თაობაში იმ უნარების განვითარება, რომლებსაც  არა       მხოლოდ კონკრეტულ სიტუაციაში  გამოიყენებენ, არამედ სამომავლოდ წაადგებათ. კომუნიკაბელურობა, ტექნოლოგიების დაუფლება, თვითგამოხატვა ის აუცილებელი მოთხოვნებია, რომელითაც დაბრკოლებებსაც გადალახავ და წარმატების იმედიც გექნება.
   დაწყებითი საფეხურზე ბავშვებს უჭირთ საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩენა, არადა მათ ხომ უსაზღვრო ფანტაზია აქვთ. თუ აღმოვაჩენთ რა ფორმით გადაგვიშალონ შინაგანი სამყარო, შეგვრჩება მათი ხელით შექმნილი ნახატი, ნივთი, ნაწერი. საათობით  თამაშობენ ტელეფონით, კომპიუტერით და არ იციან რომ შეუძლიათ თვითონ შექმნან პრეზენტაცია, რომლითაც თანატოლებს აღაფრთოვანებენ და შექებასაც დაიმსახურებენ.  ანთებული თვალებით შესცქერიან უფროსებს, როდესაც მათთვის უცნობ ამბებს ყვებიან და ვერ ხვდებიან, რომ ნებისმიერი ინფორმაციის საინტერესოდ გადმოცემა თვითონაც შეუძლიათ. არც მათი ულევი ენერგია უნდა დაგვავიწყდეს და მიზნობრივად სწორი ფიზიკური განვითარებისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებისკენ მივმართოთ.
    საზაფხულო სკოლა „სხივი“ ორიენტირებულია ისეთი მნიშვნელოვანი უნარების განვითარებაზე, რომლითაც დაწებითი საფეხურის მოსწავლეები შეძლებენ დაამყარონ პოზიტიური ურთიერთობები, ისწავლონ ურთიერთთანამშრომლობა, გადალახონ დაბრკოლებები, თამამად ისაუბრონ მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე, წარმოადგინონ საკუთარი შემოქმედება.
   საზაფხულო სკოლა  მსურველებს შესთავაზებს შემეცნებით, შემოქმედებით და სპორტულ აქტივობებს,  ინტელექტუალურ თამაშებს. გამოვიყენებთ სხვადასხვა მეთოდებსა და მრავალფეროვან რესურსს.
  სკოლის მუშაობისას უზრუნველყოფილი იქნება მოსწავლეთა უსაფრთხოება ხელმძღვანელისა და დირექციის მიერ.  დაცული და მოსწავლეთა ინტერესებზე მორგებული გარემო  დაეხმარება ბავშვებს ახალი ცოდნისა და გამოცდილების დაგროვებაში.
    
    საზაფხულო სკოლის ფუნქციონირების სავარაუდო რისკებში შესაძლებელია განიხილებოდეს:
ü  მოსწავლეთა დროული ინფორმირება (ინტერნეტკავშირის არქონის გამო),  რასაც დამატებით მშობლებთან პირადი ურთიერთობით უზრუნველვყოფთ;

ü  ბუნებრივი პირობები - ზაფხულის სიცხე. ამ შემთხვევაში მივმართავთ შეხვედრების დროისა და  განსახორციელებელი აქტივობებისათვის განკუთვნილი ადგილის ( მოედანი) უფრო ხელსაყრელი პირობებით შეცვლას.
  ასაკისათვის შესაბამისი პროგრამა შესაძლებლობას მისცემთ თითეულმა განიცადოს  წარმატებით გამოწვეული სიხარული, შეემატოთ თავდაჯერებულობა, გახდნენ ორგანიზებულები, აღმოაჩინონ  საკუთარ უცნობი მხარეები.
საზაფხულო სკოლის მიზანია:
ü  მოსწავლეებს განუვითარდეთ ლოგიკური აზროვნება;
ü  მონაწილეობა მიიღონ დისკუსიებში;
ü  შეძლონ  მსჯელობა;
ü  გამოხატონ საკუთარი დამოკიდებულებები;
ü  გახდნენ კარგი მსმენელები;
ü  ჩაწვდნენ  ტექნოლოგიების სასწავლო მიზნით გამოყენების მნიშვნელობას;
ü  გააცნობიერონ გარემოზე ზრუნვის წესების დაცვის აუცილებლობა;
ü  გააკეთონ ფიგურები სხვადასხვა მასალის გამოყენებით;
ü  შეძლონ პრეზენტაცია;

საზაფხულო სკოლა მუშაობას განახორციელებს ოთხი კვირის განმავლობაში      25 ივნისიდან  20 ივლისის ჩათვლით, ყოველ ორშაბათს, ოთხშაბათსა და პარასკევს  11:00 სთ-დან   13:00 სთ-მდე კაჭრეთის საჯარო სკოლის მეორე კორპუსის ტერიტორიაზე, სოფელ ნანიანში

რეგისტრაცია იწყება 20 ივნისიდან

საზაფხულო სკოლის ხელმძღვანელი დაწყებითი კლასების მასწავლებელი მანანა ყამბარაშვილი

სამუშაო პროგრამა

თემა
მეთოდი
აქტივობა
რესურსი
თარიღი
ჩემი სამყარო


რ. ინანიშვილის მოთხრობა „გოგონა ღამე რომ შეუყვარდა“

ინფორმაციის მოპოვების საშუალებები




ვიყოთ აქტიურები

ვერბალური, პრაქტიკული მუშაობა

ორიენტირებული კითხვა


მინი ლექცია
დემონსტრირების მეთოდი
პრაქტიკული მუშაობა



თანამშრომლობითი
ქმედებაზე ორიენტირებული
კითხვა- პასუხი,
ხატვა

ვარაუდების გამოთქმა. სქმის შევსება

გონებრივი იერიში
აქტივობა „მოვიპოვოთ სასურველი ინფორმაცია“


აქტივობა „ჩემი ისტორია“
თამაში „მოიპოვე ალამი“


სახატავი მასალა, შექმნილი ნახატები


მოთხრობა, სქემა



საბავშვო ენციკლოპედიები, კომპიუტერი,  ბუკი




ბარათები

სპორტული მოედანი
25.06
27.06
29.06
გარემო და ადამიანი



საპრეზენტაციო მასალების შეგროვება ტექნოლოგიების გამოყენებით



ესმით თუ არა უფროსებს ჩვენი


ვიყოთ აქტიურები


ვერბალური
პრაქტიკული მუშაობა


დემონსტირების მეთოდი
ქმედებაზე ორიენტირებული სწავლება


დემონსტირების მეთოდი
დისკუსია


დამოუკიდებელი მუშაობა

თანამშრომლობითი
ქმედებაზე ორიენტირებული
აქტივობა „ფოტოზე აღბეჭდილი საფრთხე“

სლაიდის შექმნა





ფილმის  ჩვენება
აქტივობა „მე ასე მგონია“


პოსტერი „ყველაფერი ჩემ შესახებ“
თამაში
„წრიული ლაფტა“
ინტერნეტი
ბუკი



ბუკი, კომპიუტერი,






ფილმი „ნიჭიერი“



დიდი ზომის ქაღალდი, ფერადი ფანქრები

მოედანი, ბურთი
2.07
4.07
6.07
ყველაფერს ნუ გადავყრით



არა ძალადობას





სწავლა და გართობა
პრაქტიკული მუშაობა




დემონსტირების მეთოდი

სიტუაციური თამაში


დამოუკიდებელი მუშაობა
ქმედებაზე ორიენტირებული

აქტივობა „მეორადი ნივთები“


ანიმაციური ფილმის ჩვენება
დისკუსია
როლების შესრულება

აქტივობა „გაასწორე
საათი“
თამაში „მგლები ხროვაში“
ქილები, ბოთლები, პოლიეთილენის პარკები, ძაფები, წებო, მაკრატელი და სხვა

ანიმაციური ფილმი „ბულინგი სკოლაში“


ბარათები


http://kids.ge/media/fix-clock-hands

მოედანი
9.07
11.07
13.07
 „სასარგებლო ნაგავი“



რა უფრო მნიშვნელოვანია



სწავლა და გართობა
ახსნა-განმარტებითი,
დემონსტირების მეთოდი

ვერბალური,
წერითი მუშაობის მეთოდი


დამოუკიდებელი მუშაობა
ჯგუფური მუშაობა

პრეზენტაცია
გამოფენის მოწყობა


კოგნიტური სქემის  „თევზის ჩონჩხი“ შევსება

თამაში „სად არის ბურთი“
თამაში  „კატები და კაჭკაჭები“

შექმნილი ნახატები, ნივთები,
სლაიდი


კოგნიტური სქემა
წებოვანი ქაღალდები



http://kids.ge/media/where-is-the-ball

16.07
18.07
20.07